გოლი გასვლით მატჩში - გაგუამ „ნუმანსიას“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გოლი გასვლით მატჩში - გაგუამ „ნუმანსიას“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი გაგუამ „ნუმანსიას“ გაუტანა და „რეალ უნიონს“ გასვლაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 2:0.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა პრიმერადივიზიონ RFEF-ის (ესპანეთის რანგით მესამე ლიგა) მე-14 ტურში გამოიჩინა თავი. გაგუამ 71-ე წუთზე საჯარიმოს შესრულების შემდეგ, მეტიოქეს დაასწრო და ანგარიში თავური დარტყმით გახსნა.

გიორგიმ ყვითელი ბარათიც მიიღო და 87 წუთი ითამაშა, „რალ უნიონმა“ კი 2:0 გაიმარჯვა და 20-გუნდიან ლიგაში 14 ტურის შემდეგ, ბიოლოს წინა ადგილიდან მე-16 პოზიციაზე დაწინაურდა. მიმდინარე სეზონში გაგუამ „რეალ უნიონში“ რვა მატჩი ჩაატარა და გოლი პირველად გაიტანა.

გიორგი გაგუა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და რამაზ სვანაძემ ბოლო ორ წელიწადში გამართული თითქმის ყველა მატჩი ათამაშა. მისი ტრანსფერი „დეპორტივო ალავესს“ ეკუთვნის, რომელმაც წელს სათამაშო პრაქტიკისთვის „რეალ უნიონში“ გაუშვა.