გოლი დამატებულ წუთზე - ვოლკოვმა „საბაჰს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
გოლი დამატებულ წუთზე - ვოლკოვმა „საბაჰს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანში მორიგი გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ „საბაჰს“ „გაბალასთან“ შეხვედრაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა – 2:1.

მე-12 ტურის მატჩი აზერბაიჯანის პრემიერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა „საბაჰმა“ საკუთარ მოედანზე გამართა. მაგრამ მეტოქის დამარცხება გაუჭირდა. „გაბალა“ მე-5 წუთზე დაწინაურდა და „საბაჰმა“ წონასწორობა მხოლოდ 63-ე წუთზე აღადგინა.

დავით ვოლკოვი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ მცირე დროის მიუხედავად, მატჩის გმირი გახდა. მესამე დამატებულ წუთზე ვოლკოვმა საჯარიმოში მიიღო ბურთი და კარში ზუსტად გადაგზავნა.

საბაჰმა“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა, 12 ტურის შემდეგ 31 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ყარაბაღს“ 2 ქულით ჩამორჩება, ქართველმა თავდამსხმელმა კი მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიტანა.