გოლი ბოლო წამზე, გაძევებები და დაძაბულობა რუსებთან შეხვედრაში - „დილამ“ „ტექსტილშჩიკი“ ვერ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე გორის „დილამ“ საკონტროლო შეხვედრა ივანოვოს „ტექსტილშჩიკთან“ ჩაატარა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

რუსეთის პირველი ლიგის ბოლო ადგილზე მყოფ ივანოვოს გუნდთან „დილა“ დიდ უპირატესობას ფლობდა და არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მეტოქის მეკარე კარგად თამაშობდა, ანგარიში კი რუსული კლუბის მოთამაშე ვიკტორ სერგეევმა 32-ე წუთზე გახსნა. გორელებმა მეტოქეს შეუტიეს, კიდევ რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელეს და მე-40 წუთზე წონასწორობა აღადგინეს – გიორგი ივანიაძემ მშვენიერი დარტყმით მეტოქის კარის „ცხრიანი“ შეარხია.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით ემოციებმა 62-ე წუთზე იფეთქა, გუნდური კონფლიქტი კი აღკვეთეს, მაგრამ მოედანზე „დილას“ მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო შევარდა, რომელსაც მსაჯის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა. საბოლოოდ, არბიტრმა ორივე გუნდის მოთამაშე გააძევა.

რუსულ გოჩა გოგრიჭიანი უმცროსი თამაშობდა, რომელიც 7 გოლით „ტექსტილშჩიკის“ საუკეთესო ბომბარდირია და ერთ-ერთ ეპიზოდში გოლის გატანა შეეძლო. გორელები მეტოქეს სჯობდნენ, მაგრამ 84-ე წუთზე ისევ ივანოვოელები დაწინაურდნენ – ვიკტორ სერგეევმა დუბლი შეასრულა. თუმცა, მატჩის მიწურულს კუთხურის გათამაშების შემდეგ რეზო ჩიტეიშვილმა შესანიშნავად ითამაშა და ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

„დილა“ – „ტექსტილშჩიკი“ 2:2

გოლები: 0:1 ვიკტორ სერგეევი (32), 1:1 გიორგი ივანიაძე (40), 1:2 ვიკტორ სერგეევი (84), 2:2 რეზო ჩიტეიშვილი (90+1)

„დილა“ (სასტარტო): ბულისკერია, ჩიტეიშვილი, ჭიჭინაძე, მოსიაშვილი, კაპანაძე, ივანიაძე, ამოს ნონდი, ალეფ სანტოსი, გაგნიძე, სილვა, გომისი.