გიგი აბუაშვილმა პორტუგალიის 19-წლამდელების ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და მნიშვნელოვანი გოლით „პორტუს“ ქულა მოუტანა.
პორტუგალიის 19-წლამდელების ჩემპიონატის მე-4 ტურში „პორტუმ“ ერთ-ერთი აუტსაიდერი „რიუ ავე“ მიიღო და მოულოდნელად მდევრის როლში იყო. „ხორხე სამპაიოს“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მეტოქეებს ბევრი საგოლე შანსი არ ჰქონიათ, ანგარიში კი კურიოზულად, მასპინძელთა მეკარის შეცდომით გაიხსნა. 82-ე წუთზე მას მცველმა ბურთი დაუბრუნა და ამ უწყინარი გადაცემის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
„ახალგაზრდა დრაკონები“ ბოლო ნახევარი საათი დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ეს გოლი არალოგიკური ჩანდა. სტუმრები უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდნენ. მაგრამ მხოლოდ დამატებით დროში „პორტუმ“ მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. ეს ქართველმა შემტევმა მოახერხა – გიგი აბუაშვილმა გუნდის სწრაფი შეტევა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
„პორტუ“ პორტუგალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამართული 4 ტურის შემდეგ 7 ქულით მესამე პოზიციაზეა და ლიდერს, „ბენფიკას“ 5 ქულით ჩამორჩება, აუტსაიდერთან ფრემ კი ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაურთულა.