გოლების წვიმა ავსტრიის კარში - საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა - 9:2 | ფუტსალი
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი რაუნდის მეორე ტურში ავსტრიას შეხვდა და დიდი ანგარიშით, 9:2 დაამარცხა.
საინტერესოა, რომ თბილისის ოლიმპიური სასახლეში გამართულ „ფ“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გასახსნელად 26 წამი იკმარა. სიმი საიოტმა ოთხი გოლი გაიტანა, არჩილ სებისკვერაძემ პირველივე ჰეთ-თრიქი (3 გოლი) შეასრულა, ხოლო 1-1 თალესმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანეს.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში გერმანია კოსოვოს დაუპირისპირდა და 8:4 დაამარცხა და მეორე ადგილზე გადავიდა.
ორი ტურის შემდეგ საქართველო ექვსი ქულით დაწინაურდა და ჯგუფის ლიდერია. მესამე ტურის შეხვედრები თბილისის ახალი სპორტის სასახელში შაბათს, პირველი თებერვალს გაიმართება. საქართველოს ნაკრების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
პირველი თებერვალი
გერმანია – ავსტრია 19:00
საქართველო – კოსოვო 22:00
საქართველო – ავსტრიის მატჩი იხილეთ ბმულზე