„გოლების მანქანამ“ „სერენისთვის“ მუშაობა განაახლა - ბელგიური გამოცემა მიქაუტაძეზე წერს #1TVSPORT
11:20, 16.09.2021
ბელგიურმა გამოცემა lesoir-მა წერილი გამაოქვეყნა გიორგი მიქაუტაძეზე, რომელმაც „სერენში“ დაბრუნების შემდეგ ბელგიის თასის 1/16-ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა (მე-7, 54-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა) და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
„სერენი“ შემდეგ ეტაპზე მიქაუტაძემ გაიყვანა
„ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ჩამოვიდა იმის გასაკეთებლად, რაც მან საუკეთესოდ იცის – გოლის გასატანად. გიორგი მიქაუტაძემ ეს უკვე მოახერხა. ამტკიცებს თავის გიჟურ კლასს. „სტანდარტის“ წინააღმდეგ ბელგიის ჩემპიონატში გაბედული გამოსვლის მიუხედავად, გოლი ვერ გაიტანა.
„მე უნდა ავენთო, რადგან ახლა რაღაც დამაკლდა, რომ გამეტანა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად მოხდება“, – ეს მიქაუტაძემ „სტანდარტთან“ მატჩის შემდეგ თქვა.
D2-ის სამოყვარულო „ლოკერენ-ტემზა“, რა თქმა უნდა, პროფესიონალური და სერიოზული მეტოქე არ იყო. მაგრამ როგორც ყველა მისი პარტნიორი, გიორგი ძალიან მონდომებული იყო და მეტოქეს შეცდომები არ აპატია. ეს შეხვედრა „სერენის“ მწვრთნელმა ჟორდი კონდომ როტაციისთვის გამოიყენა.
ამ მატჩში „სერენმა“ შედეგიანი თამაში აჩვენა, თუმცა მანამდე გუნდს ხშირად შეტევაში არაეფექტურობის გამო აკრიტიკებდნენ. ახლა კი ანგარიში შეიძლება უფრო მეტიც ყოფილიყო. მიქაუტაძეს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება და „გოლების მანქანამ“ „სერენისთვის“ მუშაობა განაახლა. ის შეტევაში ბურთის ნამდვილი მაგნიტია – ამას იოლად, ღიმილით და განსაკუთრებით გამორჩეული ბომბარდირული სიმშვიდით აკეთებს…
„სერენის“ ოფიციალურმა გვერდმა კი გიორგის გოლის შემდეგ ქართველ ფორვარდზე ფეისბუქის გვერდზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა – „ჩვენ ის ძალიან გვენატრებოდა“.
საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი „სერენში“ გასულ სეზონშიც თამაშობდა და გუნდის მთავარ ბელგიურ ლიგაში დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა. მან 23 მატჩში 22 გოლი გაიტანა, მათ შორის სამი გოლი – პლეიოფის მატჩებში.