„გოლების მანქანამ“ ბელგიის ჩემპიონატშიც გაიტანა - მიქაუტაძის გოლმა „სერენი“ ვერ გადარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ ბელგიაში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა – ამჯერად ,საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გოლი „ანტვერპენს“ გაუტანა, მაგრამ ეს „სერენს“ გამარჯვებისთვის არ ეყო.
„სერენი“ გასვლაზე ბელგიის ვიცეჩემპიონს, „ანტვერპენს“ ესტუმრა. გიორგი მიქაუტაძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მან მოედანი 75-ე წუთზე დატოვა და საინტერესოა, რომ „ანტვერპენმა“ სწორედ ამის შემდეგ მაიღწია მიზანს.
მიხაელ ფრეიმ მასპინძლები 75-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო 88-ე წუთზე პეტერ გერკენსმა „ანტვერპენი“ წინ გაიყვანა და საბოლოოდ, ბელგიის ვიცეჩემპიონმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა – 2:1.
რვა ტურის შემდეგ „სერენი“ ცხრა ქულით ბელგიის ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ „სერენში“ დაბრუნების შემდეგ სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. 20 წლის თავდამსხმელმა ოთხი დღის წინ, 15 სექტემბერს ბელგიის თასზე „ლოკერენ-ტემზას“ სამი გოლი გაუტანა და გუნდის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.