გოლების მანქანა ქუთაისელი გულშემატკივრების რჩეულია - იონანიძემ ასათიანს აჯობა
ზურაბ იონანიძე ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა „ჩვენ ვართ ტორპედო“-ს ფეისბუქის გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში „ტორპედოს“ დამოუკიდებლობის პერიოდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე გამოკითხვის ნახევარფინალში მალხაზ ასათიანმა მინიმალური უპირატესობით აჯობა კახა ჩხეტიანს, ხოლო ზურაბ იონანიძემ – გია მეგრელაძეს და ფინალში გავიდნენ.
ქუთაისის „ტორპედოს“ ორი ლეგენდის დაპირისპირებაში იონანიძემ საქართველოს ნაკრების ყოფილ მოთამაშეს მინიმალური სხვაობით აჯობა, მესამე ადგილზე კი გია მეგრელაძე გავიდა.
ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში 1992-1993 და 1997-2003 წლებში 171 მატჩი ჩაატარა და 104 გოლი გაიტანა. „ტორპედოში“ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2000, 2001, 2002). ორჯერ მოიგო ბომბარდირთა დავა (2000, 2003). 2000, 2003 და 2006 წლებში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
იონანიძე ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატში 200-ზე მეტი გოლი გაიტანა (216 გოლი) და უმაღლესი ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.