ESPN-ის ინფორმაციით, ამ ზაფხულს, გოლდენ სტეიტ „უორიორზი“ ლებრონ ჯეიმსის შეძენას შეეცდება. ამ შეთავაზებას, თავად ლებრონიც განიხილავს და მოტივად, ოკლენდური კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებები და შედეგები მოჰყავს.
გოლდენ სტიტის ხელმძღვანელობას, აღნიშნული მეგა-ტრანსფერისთვის, სახელფასო ჭერის მაქსიმალურად გამოთავისუფლება მოუწევს. ამერიკელი მიმომხილველების ვარაუდით, ყველაზე რეალური ეგრედ წოდებული, sign-and-trade ვარიანტია, რომლის მიხედვითაც, „მეფე“ ამჟამინდელ კლუბთან, კლივლენდ კავალიერსთან, კონტრაქტს გააფორმებს და მალევე გაიცვლება გოლდენ სტეიტში. ოკლენდურ კლუბს, ლებრონ ჯეიმსის სანაცვლოდ, კლეი ტომპსონის და ანდრე იგუადალას დათმობა მოუწევს.
როგორც მოსალოდნელია, ლებრონი, კლივლენდთან ამ ზაფხულს, ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ღირებულებით 35,6 მილიონი დოლარი და შეუზღუდავი სარგებლობის თავისუფალი აგენტი გახდება. სწორედ ამ ფაქტიდან გამოდინარე, ეცდება „უორიორზი“ 33 წლის ლეგენდის გადაბირებას. ლებრონი, NBA-ს სამგზის ჩემიონი, ოთგზის, სეზონის MVP და სამგზის ფინალური სერიის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის პრიზების მფლობელია.
შეგახსენებთ, რომ კლივლენდ „კავალიერსი“ და გოლდენ სტეიტ „უორიორზი“, ბოლო სამ სუპერფინალურ სერიაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საიდანაც, ორჯერ ჩემპიონობა, კალიფორნიულმა კლუბმა მოიპოვა.