რთული პერიოდი “გოლდენ სტეიტ ვორიორსისთვის”. სტეფ კარის, კევინ დიურანტისა და კლეი ტომპსონის შემდეგ ლაზარეთს დრეიმონდ გრინიც შეურთდა, რომელიც რეგულარული სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში დაშავდა. “სან ანტონიოსთან” წაგებულ შეხვედრის მეორე მეოთხედში დრეიმონდმა მენჯის ტრავმა მიიღო, მოედანი ნაადრევად დატოვა და პარკეტზე აღარ დაბრუნებულა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ვარჯიშის განხლებას “გოლდენ სტეიტის” მძიმე ფორვარდი, თუმცა როგორც მატჩის შემდგომ თავად კალათბურთელმა განაცხადა, მისი აზრით ტრავმა სერიოზული არ არის და ის მოედანს უახლოეს მომავალში დაუბრუბრუნდება. “ვორიორსი” დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ “ჰიუსტონს 3 მოგებით ჩამორჩება.