ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სასტარტო შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი „გოლდენ სტეიტი“ „ოკლაჰომა-სიტის“ დაუპირირისპირდა და დააამარცხა ანგარიშით 108:100.
ჩემპიონთა რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ სტეფ კარი, რომლის ანგარიშზეც 32 ქულაა. შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას დაიწყო რეგულარული ჩემპიონატი. „გოლდენ სტეიტი“ – „ოკლაჰომა-სიტის“ გარდა, კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართა, სადაც „ბოსტონმა“ სძლია „ფილადელფიას“ ანგაროშით 105:87