ნბა-ს 2017 წლის სეზონის ფინალური მატჩის გამეორება თბილისის დროით დღეს დილას გაიმართა.
“კლივლენდ კავალიერსმა” საკუთარ “ქუიქენ ლოანს არენაზე” მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტი” მიიღო და 10 ქულის სხვაობით 118-108 დამარცხდა.
მატჩის პირველი ტაიმი “კავალიერსის” 7 ქულიანი უპირატესობით დასრულდა, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდში “ვორიორსმა” მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.
სტივ კერის გუნდში საუკეთესო 32 ქულით კევინ დიურანტი გამოდგა. სტეფ კარის ანგარიშზე 23 ქულაა. დრეიმონდ გრინს სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. გრინის ანგარიშზე 11 ქულა, 16 მოხსნა და 9 პასი იყო.
“კავალიერსის” რიგებში 32 ქულით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.
დეტროიტი – შარლოტი 107-118
ფილადელფია – ტორონტო 117-111
ვაშინგტონი – მილუოკი 95-104
ატლანტა – სან ანტონიო 102-99
ბრუკლინი – ნიუ იორკი 104-119
ჩიკაგო – მაიამი 119-111
მემფისი – ლეიკერსი 123-114
ოკლაჰომა – საკრამენტო 95-88
იუტა – ინდიანა 94-109
კლიპერსი – ჰიუსტონი 113-102