„გოლდენ სტეიტმა“ კლეი ტომპსონის სამქულიანით მოიგო და სერიაში დაწინაურდა - NBA. პლეი ოფი, მეორე რაუნდი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* შეხვედრაში ცხრაჯერ შეიცვალა ლიდერი, 12-ჯერ იყო თანაბარი ანგარიში, „გოლდენ სტეიტის“ მაქსიმალური ლიდერობა 10 ქულას შეადგენდა, „მემფისის“ – 13 ქულას.
* „გოლდენ სტეიტმა“ თამაშიდან 48.4 პროცენტის სიზუსტით ისროლა, სამქულიანების 36.8 პროცენტი ჩააგდო, საჯარიმოების – 65.0 პროცენტი. „მემფისის“ ანალოგიური მაჩვენებლები – 43.2%, 40.0% და 75%.
* კლეი ტომპსონმა სირენამდე 36 წამით ადრე ჩააგდო გადამწყვეტი სამქულიანი.
* ჯორდან პულმა 31 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა.
* ჯარენ ჯექსონმა 33 ქულა დააგროვა და კარიერის რეკორდი დაამყარა.
* დრეიმონდ გრინი არასპორტული ჯარიმისთვის მეორე მეოთხედის ბოლოს გააძევეს მოედნიდან.
* სტეფ კარიმ პლეი ოფში 3123 ქულა დააგროვა და ყველა დროის სიაში 23-ე ადგილზე გადავიდა. მისი შემდეგი სამიზნეა პოლ პირსი 3180 ქულით.
* 2015 წლიდან მოყოლებული, „გოლდენ სტეიტმა“ სერიების 22 პირველი მატჩიდან 20 მოიგო.
* „გოლდენ სტეიტის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა პლეი ოფში 82-ე მატჩი მოიგო და ყველა დროის სიაში მეცხრე ადგილზე გადავიდა.
დასავლეთი
მემფისი-გოლ. სტეიტი 116:117
32:24, 29:31, 29:36, 26:26
მ: მორანტი (34+9 მოხსნა+10 პასი), ჯ. ჯექსონი (33+10 მოხსნა), მელტონი (14+7 მოხსნა), კლარკი (12+9 მოხსნა).
გ-ს: პული (31+8 მოხსნა+9 პასი), კარი (24), უიგინსი (17+8 მოხსნა), ტომპსონი (15).
სერია: 0-1