ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში წინასასეზონო მატჩების მორიგი სათამაშო დღე ჩატარდა.
ზედიზედ მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს „გოლდენ სტეიტი“ და „ლეიკერსი“. ამჯერად, მატჩი ოკლენდში გაიმართა, თან ლოს ანჯელესელებს ლებრონ ჯეიმსი არ ჰყავდათ. მიუხედავად ამისა, „ლეიკერსმა“ ჩემპიონებს მეორედაც მოუგო – 119:105.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „ლეიკერსის“ უკრაინელი დებიუტანტი, სვიატოსლავ მიხალიუკი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო „გოლდენ სტეიტის“ მეხუთე მატჩი სეზონის წინ და მათ მეოთხედ წააგეს – ორჯერ „ლეიკერსთან“, ხოლო თითოჯერ „მინესოტასთან“ და „ფინიქსთან“. ერთადერთი მოგება გუნდს „საკრამენტოს“ წინააღმდეგ ჰქონდა.
13 ოქტომბრის წინასასეზონო მატჩების შედეგები –
კლივლენდი-დეტროიტი 110:129 (30:35, 30:34, 31:28, 19:32)
ორლანდო-სან ანტონიო 81:100 (10:22, 20:18, 22:31, 29:29)
დალასი-შარლოტი 118:123 (35:29, 18:29, 33:24, 32:41)
ვაშინგტონი-გუანგჯოუ 140:111 (38:37, 34:17, 35:31, 33:26)
ნიუ იორკი-ბრუკლინი 107:113 (21:29, 19:25, 33:32, 34:27)
ჩიკაგო-დენვერი 93:98 (24:33, 21:24, 26:24, 22:17)
მემფისი-ჰიუსტონი 103:121 (21:31, 26:32, 26:32, 30:26)
მაიამი-ატლანტა 119:113 (26:27, 27:39, 34:23, 32:24)
მილუოკი-მინესოტა 143:121 (43:27, 41:26, 32:30, 27:38)
პორტლენდი-საკრამენტო 118:115 (32:20, 25:35, 32:33, 29:27)
გოლდენ სტეიტი-ლეიკერსი 105:119 (38:29, 29:25, 16:32, 22:33)