„გოლდენ სტეიტ ვორიორსმა“ ახალი სეზონისთვის ახალწვეული დაიმატა – კლუბმა მინიმალურ ფინანსურ პირობებზე ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა გამთამაშებელ ტაილერ იულისს, – იტყობინება ESPN. აღნიშნავენ, რომ იულისს აგრეთვე წინადადება ჰქონდა „ჰიუსტონისგან“ და „საკრამენტოსგან“.
2017-18 წლების სეზონში ეს კალათბურთელი „ფინიქსში“ თამაშობდა. მან 71 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 22 წლის კალათბურთელის საშუალო სტატისტიკა იყო – 7.8 ქულა, 4.4 შედეგიანი პასი, 1.8 მოხსნა და 1.0 ჩაჭრა.