"გოლდენ სტეიტის" ზედიზედ მე-14 გამარჯვება სტუმრად ჩატარებულ მატჩებში
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტ ვორიორსი” ჩიკაგოში ადგილობრივ “ბულსს” დაუპირისპირდა და მეტოქეს 7 ქულის სხვაობით 119-112 სძლია. სტივ კერის გუნდში საუკეთესო 38 ქულით კლეი ტომპსონი გამოდგა. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ არასრულ 18 წუთში 6 ქულა 11 მოხსნა და 5 პასი ჩაიწერა პირად აქტივში. სტეფ კარიმ საკუთარ გუნდს 30 ქულა შესძინა. ჩიკაგოელთა შორის საუკეთესო 24 ქულით ნიკოლა მიროტიჩი იყო.
შარლოტი – ვაშინგტონი 133-109
ატლანტა – ნიუ ორლეანი 94-93
ბრუკლინი – სან ანტონიო 95-100
ტორონტო – დეტროიტი 96-91
მემფისი – ნიუ იორკი 105-99
მილუოკი – მაიამი 101-106
ოკლაჰომა – ლეიკერსი 114-90
საკრამენტო – იუტა 105-120
კლიპერსი – დენვერი 109-104