„გოლდენ სტეიტის" პირველი გამარჯვება რეგულარულში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი საინტერესო მატჩები გაიმართა.

პირველი გამარჯვება იზეიმა „გოლდენ სტეიტმა“. „ვორიორზმა” სტუმრად „ნიუ ორლეანი” 123-134 დაამარცხა. სტივ კერის გუნდში საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც 26 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 24 ქულით 7 მოხსნითა და 8 პასით დაასრულა მატჩი დეანჯელო რასელმა. 23 ქულითა და 11 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა დემიონ ლის.

ორლეანელთა შორის ბრწყინვალე შეხვედრა გამართა ბრენდონ ინგრამმა. მის ანგარიშზე 27 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასია. 12-12 ქულა ჩაიწერეს პირად აქტივში ლონზო ბოლმა და ჯოშ ჰარტმა. კვლავ არ მიეცა სათამაშო დრო გოგა ბითაძეს, მისმა „ინდიანამ“ კი სტუმრად „დეტროიტთან“ 96-94 წააგო.

ნიუ იორკი – ჩიკაგო 105-98

ატლანტა – ფილადელფია 103-105

ტორონტო – ორლანდო 104-95

ჰიუსტონი – ოკლაჰომა 116-112

მილუოკი – კლივლენდი 129-112

სან ანტონიო – პორტლენდი 113-110

ფინიქსი – იუტა 95-96

საკრამენტო – დენვერი 94-101

კლიპერსი – შარლოტი 111-96