"გოლდენ სტეიტის" მეოთხედფინალში გასვლის თარიღი შეიცვალა
"გოლდენ სტეიტის" მეოთხედფინალში გასვლის თარიღი შეიცვალა

მოულოდნელი მარცხი განიცადა მოქმედმა ჩემპიონმა. “გოლდენ სტეიტ ვორიორსი” ტეხასში, სერიის რიგით მეოთხე შეხვედრაში, “სან ანტონიო სპურსს” დაუპირისპირდა და ბევრისთვის მოულოდნელად 13 ქულის სხვაობით, 103-90 დამარცხდა.

ტეხასელები კვლავ საკუთარი მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის გარეშე იყვნენ, რომელსაც ცოლი გარდაეცვალა. “სპურსის” რიგებში საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი იყო, რომელმაც 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

14 ქულით დაასრულა მატჩი რუდი გეიმ. 16 ქულის დაგროვება შეძლო მანუ ჯინობილიმ. შედეგად სერიაში ანგარისი 3-1 გახდა. მომდევნო მატჩი უკვე ოკლენდის “ორაკლ არენაზე” 25 აპრილს ჩატარდება.