„გოლდენ სტეიტის“ ფორვარდმა დრეიმონდ გრინმა თანაგუნდელს უყვირა და გააძევეს (ვიდეო)
„გოლდენ სტეიტის“ ფორვარდმა დრეიმონდ გრინმა თანაგუნდელს უყვირა და გააძევეს (ვიდეო)

„სან ანტონიოსთან” 22 ქულის სხვაობით მოგებული მატჩის შემდეგ „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ არენაზე „ნიუ იორკს“ უმასპინძლა და ამჯერად გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. სტივ კერის გუნდი „ნიქსთან“ 104:119 დამარცხდა.

„ნიუ იორკის“ ერთ-ერთი შეტევის დროს გრინმა საკუთარ თანაგუნდელ ჯეიმს ვაისმანს უყვირა. ამ ქმედების გამო მსაჯებმა „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს.

ინციდენტის შემდეგ „ვორიორზის” კალათბურთელები სტივ კერთან ერთად მსაჯების აზრის შეცვლას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ კი „გოლდენ სტეიტმა“ შეხვედრა წააგო.