ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედმა ჩემპიონმა რეგულარულ სეზონზე რიგით მე-14 მატჩი წააგო. სტივ კერის გუნდი სტუმრად “პორტლენდს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან 6 ქულის სხვაობით 123-117 დამარცხდა. “ტრეილ ბლეიზერსის” შემადგენლობაში საუკეთესო დემიენ ლილარდი იყო, მის ანგარიშზე 44 ქულაა. მაკალუმმა პირად აქტივში 29 ქულა ჩაიწერა, იუსუფ ნურკიჩმა კი 17 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. “გოლდენ სტეიტის” რიგებში საუკეთესო კევინ დიურანტი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 50 ქულა შესძინა. სტეფ კარისა და კლეი ტომპსონის ანგარიშზე 17-17 ქულაა. დრეიმონდ გრინმა 16 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე მხოლოდ 5 წუთი დაჰყო და ამ დროის მანძილზე 1 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა.
დეტროიტი – ატლანტა 104-98
ორლანდო – შარლოტი 102-104
ფილადელფია – მაიამი 104-102
ბრუკლინი – ინდიანა 103-108
ნიუ იორკი – ვაშინგტონი 113-118
ბოსტონი – კლიპერსი 119-129
ჩიკაგო – ტორონტო 98-122
ჰიუსტონი – საკრამენტო 100-91
მემფისი – ოკლაჰომა 114-121
ნიუ ორლეანი – ლეიკერსი 139-117
იუტა – ფინიქსი 107-97