დიდი ალბათობით, „გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ ვილი კოლიშტაინს გაცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. „დალას მავერიკსს“ ცენტრის პოზიციაზე პრობლემა შეექმნა – დაშავდა დუაით პაუელი და, დიდი ალბათობით, გუნდს მიმდინარე სეზონზე ვეღარ დაეხმარება. გავრცელებული ინფორმაციით, კოლი შტაინის მსურველი სწორედ „დალასია“.
შეგახსენებთ, რომ კოლი შტაინი „გოლდენ სტეიტს“ მიმდინარე სეზონში შეუერთდა. მას „ვორიორზთან“ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. მან უკვე მოასწრო 41 შეხვედრაში მონაწილეობის მიღება და მატჩში საშუალოდ 7.9 ქულას, 6.2 მოხსნასა და 1.2 ბლოკს აგროვებს. პარკეტზე ის საშუალოდ 22.9 წუთს ატარებს.