„გოლდენ სტეიტისთვის“ ზაფხულის სატრანსფერო სეზონი დიდი ცვლილებებით დაიწყო. გუნდი დატოვა კევინ დურანტმა, რომელიც „ბრუკლინ ნეთსს“ კაირი ირვინგთან ერთად შეუერთდა. ასევე მომავალი სეზონიდან „ვორიორზს“ აღარ ეყოლება ანდრე იგუადალა, რომელიც სავარაუდოდ „მემფისში“ ან „ლეიკერსში“ გადავა.
სამაგიეროდ, კონტრაქტი გაახანგრძლივა კლეი ტომპსონმა, რომელსაც მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზეს. სტეფ კარის მხარდამხარ 2019-20 წლების სეზონზე „ვორიორზის“ წევრი ხდება „ბრუკლინის“ ყოფილი ლიდერი დეანჯელო რასელი. როგორც ირკვევა, „გოლდენ სტეიტმა“ კიდევ ერთი კალათბურთელი დაიმატა: „საკრამენტო კინგსის“ ცენტრი ვილი კოლი-შტაინი „ვორიორზის“ ღირსებას დაიცავს.