იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა Golden Boy 2018-ის პრემიაზე ფინალისტების ხუთეული გამოაქვეყნა, რომელიც ევროპაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა. ხმის მიცემის პროცედურაში მთავარი ევროპული სპორტული გამოცემების 35 ჟურნალისტი იყო ჩართული.
ნომინანტები არიან:
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული)
ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
მატეის დე ლიგტი (აიაქსი)
ჯასტინ კლუივერტი (რომა)
პატრიკ კუტრონე (მილანი)
პრიზის გადაცემის ცერემონია დეკემბრის შუაში გაიმართება. 2017 წელს, პრემიის ლაურეატი „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე გახდა. პრიზის პირველი მფლობელი 2003 წელს რაფაელ ვან დერ ვაარტი იყო.