გოგოლაშვილმა კონფერენს ლიგაზე გაიტანა - ქართველ ფორვარდს „გომელიდან“ წამოსვლა სურს #1TVSPORT
გოგოლაშვილმა კონფერენს ლიგაზე გაიტანა - ქართველ ფორვარდს „გომელიდან“ წამოსვლა სურს #1TVSPORT

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩებში აქამდე ერთადერთი ქართული გოლი გავიდა, რომელიც გიორგი გოგოლაშვილის ანგარიშზეა – ბელარუსის „გომელის“ თავდამსხმელმა თავი ბერძნულ „არისთან“ გამოიჩინა.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში ბელარუსის მხარდაჭერის გამო, ამ ქვეყნის გუნდები უეფა-მ ტურნირებიდან არ მოკვეთა, მაგრამ საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედანზე ატარებენ. ამის გამო „გომელმა“ ორივე თამაში საბერძნეთში ჩაატარა.

პირველ მატჩში, რომელიც „გომელმა“ 1:5 წააგო, გოგოლაშვილი მხოლოდ 20 წუთი ათამაშეს. განმეორებით შეხვედრაში ქართველ თავდამსხმელს კიდევ უფრო მცირე დრო დაუთმეს, მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა, მაგრამ ორ წუთში პენალტი მოიპოვა, თავადვე გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

„გომელმა“ ანგარიშ ვერ შეინარჩუნა, საბოლოოდ, 1:2 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. მატჩის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ გუნდი ევროტურნირთან ერთად, შესაძლოა, გოგოლაშვილსაც დაემშვიდობოს.

გიორგიმ გუნდთან ერთად ბელარუსის თასი მოიგო და „გომელის“ წამყვანი მოთამაშე იყო, მაგრამ ბოლო დროს ცოტა სათამაშო დროს აძლევენ, რადგან უეფა-ს სანქციების გამო, ბელარუსის ფეხბურთში ვითარება აირია და ელიან, რომ ქართველი ლეგიონერი გუნდს დატოვებს.