21 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი გოგოლაშვილმა ლატვიის პირველ ლიგაში ზედიზედ მეათე ტურში გაიტანა – „სუპერნოვას“ ფორვარდმა ჯერ თავის ყოფილი გუნდი, რიგის „სკონტო“ დაამწუხრა 3:0 (გოლი და საგოლე პასი), ბოლო ტურში კი „ალბერტსი“ გაანადგურა 8:0 (3 გოლი და 2 საგოლე პასი).
საბოლოოდ სუპერნოვამ 56 ქულა დააგროვა და ლიდერ „დაუგავპლისს“ 5 ქულით ჩამორჩა. ამის შემდეგ ლატვიის პირველი ლიგის პირველი 4 გუნდი ფლეი ოფს თამაშობს და დაგროვილი ქულები თან გადაჰყვებათ. გოგოლაშვილმა არც ფლეი ოფის პირველი მეტოქე „ტუკუმს-2000“ დაინდო 3:0 (დუბლი და ერთი საგოლე პასი). ფლეი ოფის კიდევ ორი თამაშია დარჩენილი და იქ გადაწყდება – რომელი ორი გუნდი გადავა უმაღლეს ლიგაში.
გოგოლაშვილი 16 თამაშში გატანილი 29 გოლით ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა დაუგავპლისის აზერბაიჯანელი 34 წლის ვეტერანის, ვუგარ ასკეროვის შემდეგ (30 გოლი), თუმცა აზერბაიჯანელმა 7 თამაშით მეტი ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ ყველა ბოლო თამაშში გოგოლაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა და საგანგებო პრიზიც გადასცა. ამის აღსანიშნავად სპორტულმა არხმა „სპორტასცენტრსმა“ გოგოლაშვილთან სატელევიზიო ინტერვიუ ჩაწერა.