გოგლიჩიძეს არ უთამაშია - „ემპოლიმ“ „იუვენტუსთან“ სტუმრად ქულა მოიპოვა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ განაცხადში მოხვდა, მაგრამ „იუვენტუსთან“ სერია A-ს შეხვედრაში არ უთამაშია. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
აუტსაიდერ „ემპოლისთან“ 22-ე ტურის მატჩი გათამაშების ლიდერისთვის ძალიან ცუდად დაიწყო – მე-18 წუთზე „იუვენტუსის“ ერთ-ერთი ლიდერი, არკადიუშ მილიკი მთავარმა არბიტრმა უხეშობისთვის მოედნიდან გააძევა.
10 ფეხბურთელით დარჩენილმა „იუვენტუსმა“ მოახერხა და 50-ე წუთზე ანგარიში გახსნა – ბურთი დუშან ვლაჰოვიჩმა გაიტანა. თუმცა ტურინელებმა უპირატესობის შენარჩუნება მაინც ვერ შეძლეს.
„ემპოლიმ“ მიზანს 70-ე წუთზე მიაღწია – სტუმრების შეტევა ტომაზო ბალდანციმ დააგვირგვინა და ანგარიში გაათანაბრა.
22 ტურის შემდეგ „ემპოლი“ მე-18 ადგილზეა, „იუვენტუსმა“ კი ლიდერობა (53) შეინარჩუნა.