გოგიტა გოგუა ყაზახეთის საფეხბურთო კლუბ “კიზილჟარაში” ჩაირიცხა, რომელიც მეორე ლიგიდან პრემიერლიგაში დაწინაურდა. ინფორმაციას პეტროპავლოვსკის კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
საქართველოს ნაკრების 34 წლის ყოფილი ნახევარმცველი ყაზახეთში 2016 წელს გადავიდა და სამი კლუბი გამოიცვალა – თამაშობდა პავლოდარის “ირტიშსა” და “ორდაბასში” , ბოლოს კი – “ოკჟეტპესში”.
ამ კლუბის პრეზიდენტი გუდაუთაში დაბადებული გრიგოლ ლორიაა, რომელიც ადრე ყარაღანდის ”შახტარის” პრეზიდენტი გახლდათ. მისი ვაჟი, დავით ლორია ყაზახეთის ნაკრების მეკარეა.