გოგიტა არქანიამ ოქროს მედალი და ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT
ლისაბონში გაიმართა წარმომადგენლობითი ტურნირი კარატეში – პრემიერლიგა, რომელიც ამ რანგის ბოლო ასპარეზობაა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე. ამ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა გოგიტა არქანიამ. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ყველა მეტოქეს აჯობა და 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, ამასთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულები აიღო და საგზურიც გაიფორმა.
არქანიამ ფინალამდე ოთხი რთული ბრძოლა ჩაატარა: მოუგო უნგრელ, ესპანელ, ფრანგ და ირანელ მოწინააღმდეგეებს, ოქროს მედლისთვის კი აზერბაიჯანელი ასიმან გურბანლი დაამარცხა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ააჟღერა.