გოგა ჩხეიძე „ბ“ ჯგუფის ლიდერია | ძალოსნობა

11:25, 03.11.2018

აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 67 კგ. წონითი კატეგორიის „ბ” ჯგუფში საქართველოს ნაკრების წევრმა გოგა ჩხაიძემ ატაცში სამივე ცდა (132. 136. 139) წარმატებით გამოიყენა და მესამე ადგილზეა. მან წარმატებით იასპარეზა აკვრაშიც (164. 168. 172) და მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდის ჯამში 311 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა და „ბ“ ჯგუფის ლიდერი გახდა.

გოგა ჩხეიძემ რამდენიმე დღის წინ პოლონეთში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის მოიპოვა. „ა“ გუფის ასპარეზობა ხვალ გაიმართება

მსგავსი