გოგა ბითაძის ყველა სროლა ზუსტი იყო - „ორლანდო მეჯიქი“ „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გოგა ბითაძის ყველა სროლა ზუსტი იყო - „ორლანდო მეჯიქი“ „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შეხვდა და 115:121 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა, მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას ვერცერთი გუნდი ახერხებდა და საბოლოოდ, ორი მეოთხედის შემდეგ ფრე დაფიქსირდა – 55:55.

მესამე მეოთხედში „გოლდენ სტეიტმა“ 6 ქულით წინ გასვლა მოახერხა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან ბოლო მეოთხედიც ფრედ დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი კვლავ ორლანდოელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. ბითაძემ მოედანზე 26:13 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გოგას ყველა სროლა ზუსტი იყო, მან 5 დან 5 ორქულიანი და 1 დან 1 სამქულიანი გამოიყენა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „გოლდენ სტეიტ უორიორსისა“ და NBA-ს ლეგენდა სტეფ კარი გახდა, რომელმაც 36 ქულა ჩააგდო. „ორლანდოს“ რიგებში კი ყველაზე მეტი, 27 ქულა აშშ-ის ნაკრების უკანახაზელმა, პაოლო ბანკერომ დააგროვა.

ამ მომენტისთვის „ორლანდო მეჯიქს“ 19 გამარჯვება და 14 მარცხი აქვს, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხეა.