სერბეთის ჩემპიონატში გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და რეგულარულში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ცენტრის გუნდმა “ზლატიბორს” დაძაბულ ბრძოლაში 82:79 აჯობა.
ბითაძე ისევ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ქართველის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: 30 წუთი, 17 ქულა (7/14 – ორქულიანი, 3/6 – საჯარიმო), 9 მოხსნა, ერთი პასი და ერთი ჩაჭრა.
ბითაძეს “მეგა ბიმაქსის” რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო, მატჩის მთავარი სნაიპერი კი “ზლატიბორის” წევრი დრაგოსლავ პაპიჩი გახდა – 27 ქულა.