გოგა ბითაძის „ორლანდომ“ NBA-ში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების წინახაზელებმა, გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გამართეს. გოგას „ორლანდო მეჯიქმა“ „ფილადელფია სიქსერსს“ უმასპინძლა და 98:86 გაიმარჯვა. ეს ფლორიდეების ზედიზედ მეხუთე მოგებაა ამ სეზონში. სანდროს „სან ანტონიო სპურსმა“ კი სტუმრად „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ 115:120 დათმო.

ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 27 წუთში 2-2 ქულა-დაფარება, თითო ჩაჭრა-პასი და 4 მოხსნა მოაგროვა. გოგამ მხოლოდ ერთი ტყორცნა შეასრულა და ისიც ზუსტი აღმოჩნდა. მისმა გერმანელმა თანაგუნდელმა ფრანც ვაგნერმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 31 ქულა, 11 მოხსნა.

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 6 წუთი გაატარა, რა დროშიც ბურთი 2-ჯერ მოხსნა. ვიქტორ ვემბანიამამ მატჩი 28 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა.

„ორლანდო“ მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს „ფინიქს სანსთან“ სტუმრად გამართავს, ხოლო „სან ანტონიო“ 17-ში „დალასს“ ეწვევა.