გოგა ბითაძის გუნდმა, „ორლანდო მეჯიქმა“ ორდღიან შუალედში „ბოსტონ სელტიკსთან“ ორი მატჩი გამართა. მეორედაც დამარცხდა – 97:114.
ბოსტონში მასპინძლებმა მეორე პერიოდი 34:19 მოიგეს და მას მერე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.
გოგა სასტარტო ხუთეულში იყო, 26 წუთში 4 ქულა, 8 მოხსნა, 3 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. ორლანდოელთა მთავარი მექულე პაოლო ბანკერო გახდა, რომელმაც 36 ქულა ჩააგდო. „სელტიკსში“ 31 ქულით ბრაუნი გამოირჩა.
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ „ნიუ ორლეანთან“ 110:146 დამარცხდა.
მამუმ 8 წუთი ითამაშა და 2 ქულას 2 შედეგიანი გადაცემა მიამატა.