გოგა ბითაძის „ორლანდო“ „მინესოტასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო“ „მინესოტასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

NBA-ის მორიგ მატჩში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „მინესოტა ტიმბერვულვზს“ უმასპინძლა და 92:113 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 17 წუთი ითამაშა, თუმცა ამ დროში მეტოქის კალათს მხოლოდ სამჯერ შეუტია. მისი სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 2 ქულა (3/1 ორქულიანი), 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება.

მინესოტელებს გამარჯვება თაუნსმა მოუტანა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო. „ორლანდოში“ 21 ქულით მორიც ვაგნერი გამოირჩა.

„მეჯიქს“ 21 მოგება, 16 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მერვე ადგილზეა.