გოგა ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი - „ორლანდომ“ „დეტროიტი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) საკუთარ მოედანზე „დეტროიტ პისტონსი“ 123:91 დაამარცხა.
ორლანდოელებმა მატჩის ყველა მეოთხედი დომინანტურად ჩაატარეს და მეტოქეს ახლოს მისვლის საშუალება არ მისცეს.
საქართველოს ნაკრების ცენტრი „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ბითაძემ მოედანზე 27:52 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 8 მოხსნა, 4 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მისმა შედეგიანობის კოეფიციენტმა +26 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო.
„ორლანდო მეჯიქის“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო ფრანც ვაგნერი 27 ქულით, პაოლო ბანკეროს 24 ქულა ჰქონდა, ხოლო კოულ ენტონის – 16.
ამ მომენტისთვის ფლორიდელებს 15 გამარჯვება და 7 მარცხი აქვთ, ამ მაჩვენებლით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე არიან.