გოგა ბითაძის „ინდიანამ“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია დეტროიტში შეწყვიტა [ვიდეო]
„ინდიანა პეისრესი“, რომელშიც გოგა ბითაძე თამაშობს, „დეტროიტ პისტონსს“ ესტუმრა და დამაჯერებელი თამაშით დაამარცხა – 111:95.
გამარჯვება დიდწილად ლიეტუველი დომანტას საბონისის დამსახურებაა, რომელიც სამმაგ დუბლს მიუახლოვდა. მან 26 ქულა და 8-8 მოხსნა-პასი მოაგროვა. 14 ქულით დაასრულა მატჩი მაილს ტერნერმა. ეს ის ორი კალათბურთელია, რომლების შემცვლელადაც თამაშობს ბითაძე. კონკურენტების ეფექტურობის გამო დეტროიტში ბითაძეს დრო მეტად შეეზღუდა – მხოლოდ 2 წუთი ითამაშა და მატჩი 1 პასით დაასრულა.
13-13 მოგება-წაგებით „ინდიანა“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 14 თებერვალს ატლანტაში გამართავს.