გოგა ბითაძის „ინდიანამ“ NBA-ის ახალი სეზონი „ვაშინგტონთან“ მატჩით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ში ახალი სეზონი დაიწყო. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „ვაშინგტონ ვიზარდსს“ უმასპინძლა და 107:114 დამარცხდა.
ინდიანელებმა პირველივე მეოთხედში 36 ქულა გაუშვეს (25 ჩააგდეს) და მატჩის ბოლომდე ვერ მოახერხეს თამაშის შემოტრიალება.
მწვრთნელმა რიკ კარლაილმა გოგა ბითაძე სასტარტო ხეთეულში არ დააყენა. ქართველმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, მატჩი 2-2 მოხსნა-პასითა და თითო ჩაჭრა-დაფარებით დაასრულა. „ვაშინგტონის“ გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა კაილ კუზმას კარგმა თამაშმა. მან 22 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.
„ინდიანა“ მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს შინ, „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ გამართავს.