გოგა ბითაძის 8 ქულა 8 წუთში - „ინდიანამ“ „ნიუ იორკი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მესამე საგამფენო მატჩი გამართა. ამჯერად გუნდმა ინდიანაპოლისში „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლა და 109:100 დაამარცხა. გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „პეისერსმა“ 32:21 მოიგო.
ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მხოლოდ 8 წუთი ითამაშა. თუმცა დრო უქმად არ დაუკარგავს: 2-დან 2 სამქულიანი, 1-დან 1 ორიანი ჩააგდო და 8 ქულას თითო მოხსნა-პასი და 2 დაფარება მიამატა.
„ინდიანას“ გამარჯვება დიდწილად 20 წლის ბენედიქტ მათურინის დამსახურებაა, რომელმაც „ნიუ იორკს“ 27 ქულა ჩაუგდო.
„პეისერსი“ მომდევნო საგამოფენო მატჩს 15 ოქტომბერს „ჰიუსტონის“ წინააღმდეგ გამართავს.
სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ „ბრუკლინ ნეთსს“ უმასპინძლა და 97:107 დამარცხდა. სანდრომ 5 წუთი ითამაშა და მატჩი უქულოდ დაასრულა.
„მილუოკიმ“ საგამოფენო მატჩები დაასრულა. NBA-ის სეზონის პირველ მატჩს კი 21 ოქტომბერს ფილადელფიაში გამართავს.