მორიგი შეხვედრები გაიმართა „ადრიატიკის ლიგის“ გათამაშებაზე. გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ სეზონის, მე-9-ე მარცხი განიცადა, რომელმაც საკუთარ დარბაზში, ტურნირის მთავარ ფავორიტს და ლიდერს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო და 19 წუთში: 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გააკეთა. 18 წლის ქართველ ცენტრს, მოედნის დატოვება, 5 პერსონალური ჯარიმის გამო, ვადაზე ადრე მოუწია. ერთერთ ეპიზოდში კი, გოგას და მეტოქე გუნდის მოთამაშეს, მატიას ლესოს შორის, კონფლიქტი მოხდა, რასაც ბითაძის მეხუთე ფოლი და ლესოს მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მატჩის ბოლო 5 წუთი წუთი, საინტერესო ბრძლაში გაგრძელდა და საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 90-85 დასრულდა. ამ წაგების შემდეგ, „მეგა ბიმაქსს“ 4 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და გათამაშების ცხრილში, ბოლოსწინა ადგილზეა. მომდევნო ტურში, „ბიმაქსის“ მეტოქე, მონტენეგროს, „მორნარ ბარი“ იქნება.