გოგა ბითაძემ სეზონი „მედისონ სკვერ გარდენში“ შედეგიანი თამაშით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
მიმდინარე სეზონში მეორე საგამოფენო მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველ ცენტრს პირველ მატჩში არ უთამაშია, მეორე შეხვედრა „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ „მედისონ სკვერ გარდენში“ შედგა და ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
„ინდიანასთვის“ შეხვედრა წარუმატებელი გამოვიდა – საკუთარ კალათში 131 ქულა მიიღო, მატჩი კი 131:114 დასრულდა. საინტერესოა, რომ მეორე პერიოდში „ნიუ იორკმა“ არც მეტი არც ნაკლები, 46 ქულა ჩააგდო.
ბითაძისთვის სეზონის პირველი მატჩი ნაყოფიერი იყო: 16 წუთში 5 ქულა, 4 პასი, 2 დაფარება და 8 მოხსნა მოაგროვა, 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
24 ქულით მატჩის ბომბარდირი ნიუიორკელი ტოპინი გახდა.
„ინდიანა პეისერსი“ მომდევნო მატჩს 13 ოქტომბერს ისევ „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს, ამჯერად ინდიანაში.