გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა - „ორლანდომ“ „ლეიკერსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგი მატჩი შინ „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 120:101 გაიმარჯვა.
„ორლანდომ“ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 39:25 მოიგო. მასპინძლებს ამის შემდეგ ეს უპირატესობა ხელიდან მთელი თამაშის განმავლობაში არ გაუშვიათ და ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსს“ შანსიც კი არ ჰქონია.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 25:56 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 10 ქულა, 10 მოხსნა, 5 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. გოგამ 6-დან 3 ტყორცნა და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, მისმა შედეგიანობის კოეფიციენტმა კი +27 შეადგინა.
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო 26 ქულით. 25 ქულა ჰქონდა პაოლო ბანკეროს. „ლეიკერსს“ ენტონი დევისმა ულიდერა 28 ქულით, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ აქტივში 24 ქულა ჩაიწერა.
გოგა ბითაძის გუნდს ამ სეზონში ოთხი გამარჯვება და ორი მარცხი აქვს, „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.