გოგა ბითაძემ „ორლანდო მეჯიქთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე მომავალ, 2023/24 წლების სეზონს „ორლანდო მეჯიქში“ გაატარებს – კლუბმა ქართველ კალათბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
23 წლის ბითაძე „ორლანდოში“ თებერვალში „ინდიანა პეისერსიდან“ გადავიდა, 17 თამაში (ერთხელ სასტარტოში) ჩაატარა, მისი საშუალო სტატისტიკა კი 5.8 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.2 პასი და 0.9 დაფარება იყო.