გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში მესამე დუბლი შეასრულა - მამუკელაშვილის „სპურსმა“ თვრამეტმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი ეფექტური შეხვედრა ჩაატარა. თუმცა მისი დუბლი „ორლანდოს“ „ბოსტონის“ დასამარცხებლად არ ეყო. „სელტიკსმა“ შინ 128:11 გაიმარჯვა.
ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 27 წუთი ითამაშა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ორმაგი დუბლის შესასრულებლად – 15 ქულა, 11 მოხსნა. სრული სტატისტიკა:
8/7 ორქულიანი, 2/1 საჯარიმო, 1 პასი, 5 შეტევითი და 6 დაცვითი მოხსნა.
„ბოსტონის“ გამარჯვება 30-ქულიანმა ჯეისონ ტეიტუმმა განაპირობა.
18-მატჩიანი მოუგებელი სერია „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ შეწყვიტა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“. ტეხასელებმა შინ 125:115 გაიმარჯვეს.
მამუმ 2 წუთი ითამაშა და ერთი სამქულიანი ჩააგდო. 36 ქულით შეუჩერებელი იყო მისი თანაგუნდელი ვასელი. „ლეიკერსში“ 23 ქულითა და 14 პასით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.