გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა - „ორლანდომ“ ბოლო წამებზე მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს „ჩიკაგო ბულსს“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე პაოლო ბანკეროს ჩაგდებული ორქულიანით 96:94 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ცენტრი კვლავ „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ბითაძემ მოედანზე 26:10 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. მიმდინარე სეზონში ეს გოგასთვის მეორე ორმაგი დუბლია, ქულათა მხრივ კი მას ყველაზე შედეგიანი მატჩი ჰქონდა.
ქართველმა კალათბურთელმა 10 დან 6 ორქულიანი და 4 დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს და სამქულიანი არ უსვრია. მან ასევე მიიღო 5 პერსონალური ჯარიმა.
ფლორიდელთა რიგებში 17 ქულით საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო. აშშ-ს ნაკრების კალათბურთელმა უკანასკნელ წამებზე მეტოქის სამწამიანიდან აიღო გადამწყვეტი ორი ქულა. „ჩიკაგოს“ ზაკ ლავინმა ულიდერა 19 ქულით.
მიმდინარე სეზონში „ორლანდო მეჯიქს“ 6 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილს იკავებს.