გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში მეხუთე ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბს, „ატლანტა ჰოქსს“ ესტუმრა და ბოლო წამებზე 104:106 დამარცხდა. მწვრთნელმა დრო თანაბრად გაუყო სასტარტო ცენტრ გოგა ბითაძესა და სათადარიგო ვენდელ კარტერს. ორივეს 24-24 წუთი ერგო.
კარტერმა სეზონში საუკეთესო შედეგი – 18 ქულა მოაგროვა, რასაც 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა.
ბითაძემ კი აღნიშნულ 24 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 7 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. სხვათა შორის, კარტერი სამქულიანების სროლით განთქმული ცენტრია. ამჯერად მან 4 ცდიდან 3 სამიანი გამოიყენა.
ეს გახლავთ გოგას მეხუთე ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში.