გოგა ბითაძემ „იუტას“ წინააღმდეგ 20 წუთში 3 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა „ორლანდო მეჯიქმა“, რომელმაც „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და 124:131 დამარცხდა.

ორლანდოელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოსლიმ გოგა ბითაძეს სათამაშოდ საკმაოდ სოლიდური დრო გამოუყო. გოგა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 20 წუთზე ცოტა მეტი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში, 2 დაცვაში), 2 პასი და 2 დაფარება ჰქონდა.

ამრიგად, „ორლანდო“ 27 მოგებითა და 40 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 12 მარტს, „მაიამი ჰიტთან“ ჩაატარებს.