გოგა ბითაძემ „ბრუკლინის“ წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდა და 84-101 დამარცხდა. ქართველი ცენტრისთვის ეს შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო ორლანდოელთა რიგებში.
ბითაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე ჯამში 25:23 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა ორმაგი დუბლის გაფორმება მოახერხა – 12 ქულა, 15 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება, 1 ჩაჭრა. გოგამ 7 დან 5 ორქულიანი და 2 დან 2 საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა, ხოლო მეტოქის ფარზე ბურთი 5-ჯერ მოხსნა.
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო უკანახაზელი კოულ ენტონი იყო 14 ქულით, ხოლო შეხვედრის ბომბარდირი „ბრუკლინ ნეტსის“ მცველი მიკალ ბრიჯისი გახდა, მან 22 ქულა დააგროვა.
81 შეხვედრის შემდეგ ბითაძის გუნდი NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგებითა და 47 მარცხით მე-13 პოზიციას იკავებს. რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრას „ორლანდო“ 9 აპრილს „მაიამის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.