გოგა ბითაძემ 14 წუთი მიიღო - „ორლანდომ“ „ჩიკაგო“ დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდა და 114:108 დაამარცხა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება დამატებით დროში მოახერხეს. „ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო 36 ქულით ფრანც ვაგნერი იყო, ხოლო „ჩიკაგოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 28 ქულა დემარ დეროუზანმა ჩააგდო.
ბოლო თამაშებთან შედარებით გაზრდილი სათამაშო დრო მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა. ბითაძემ მოედანზე 14:19 წუთი გაატარა, თავი კი 5 ქულით, 2 მოხსნითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. გოგამ თამაშიდან 2-ჯერ ისროლა და ორივე სროლა ზუსტი იყო, მან ასევე 3 დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ამ მომენტისთვის „ორლანდო მეჯიქს“ 29 გამარჯვება და 24 მარცხი აქვს, რითიც NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.