გოგა ბითაძემ 13 ქულა ჩააგდო - „ორლანდომ“ „დეტროიტი“ დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძემ „ორლანდოში“ პირადი რეკორდი გაიმეორა. 29 მარტს ქართველმა ცენტრმა 13 წუთში 13 ქულა ჩააგდო, ხოლო ამჯერად კი ეს შედეგი „დეტროიტთან“ გაიმეორა, ოღონდ 13 ქულა არასრულ 18 წუთში ჩააგდო.
„ორლანდომ“ „დეტროიტს“ დამაჯერებლად – 128:102 სძლია, რაშიც ბითაძემ საკუთარი წვლილი შეიტანა. გოგა სათადარიგო იყო და ყველა პერიოდში დაახლოებით თანაბარი დროით ითამაშა. მან 18 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დააგროვა. 5-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ კი სამქულიანი უშედეგოდ ისროლა.
ორლანდომ ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო, მაგრამ პლეი ოფში მოხვედრის შანსი თითქმის დაკარგული აქვს. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 5 აპრილს შინ „კლივლენდ კავალიერსთან“ ჩაატარებს.
***
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ სტუმრად „საკრამენტოსთან“ გაიმარჯვა – 142:134.
ქართველი ფორვარდის სტატისტიკა ასეთი იყო: 17 წუთი, 6 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.
„სპურსის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა დაგ მაკდერმოტმა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო.
„სან ანტონიო“ მომდევნო მატჩს 5 აპრილს სტუმრად „ფინიქსთან“ გამართავს.