გოგა ბითაძე NBA-ს რადარებზე, პირველი ვერსია მინესოტა „ტიმბერვულვსია“
საქართველოს ნაკრების კალათბურთელს, გოგა ბითაძეს უახლოეს მომავალში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშს უწინასწარმეტყველებენ. ინფორმაციას გავლენიანი ამერიკული საიტი nbadraft.net ავრცელებს.
აღნიშნული ვებგვერდის ინფორმაციით, 18 წლის ბითაძე, მომავალ დრაფტზე სავარაუდოდ 51-ე ნომრად იქნება წარდგენილი და მას მინესოტა „ტიმბერვულვსი“ აირჩევს. ქართველ ცენტრს, პორტლენ „ტრეილ ბლეიზერსის“ სერბ კალათბურთელს, იუსუფ ნურკიჩს ადარებენ.
საიტი ბითაძის ძლიერ და სუსტ მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ გოგა საკმაოდ ნიჭიერი და დიდი ტალანტის მქონე მოთამაშეა. კარგად აყენებს ბლოკებს, არ ეშინია ფიზიკურად ძლიერ კალათბურთელებთან კონტაქტში შესვლის, შეუძლია მოედანზე შავი სამუშაოს შესრულება. სუსტ მხარედ კი, მის ემოციურ ხასიათს და არასტაბილურ სროლას ასახელებენ.
დასკვნაში, nbadraft.net წერს, რომ გოგა ბითაძეს, უახლოეს მომავალში შეუძლია დიდი კალათბურთელი გახდეს.